რეფერატის შესახებ
გამარჯობა. ესე იგი, ასეთი ამბავია: რეფერატი შენი ასისტენტია, რომელიც დავალების, სადიპლომო ნაშრომის თუ პრეზენტაციის მაღალხარისხიან დრაფტს შეგიქმნის — უკვე გამზადებული წყაროებით, სტრუქტურითა და ფორმატირებით. შენ კი ბოლო შტრიხებს თავად დაუმატებ და დასრულებულ სახეს მისცემ.
რატომ რეფერატი?
მზა დრაფტი წუთებში — დავალებები, სადიპლომო ნაშრომები და პრეზენტაციები — სტრუქტურა, სარჩევი და ბიბლიოგრაფია უკვე მზადაა გადასახედად.
რეალური წყაროები — ყველა ნაშრომს თან ახლავს აკადემიური ციტირება რეალური, და არა გამოგონილი, წყაროებიდან.
ქართულად და გაფორმებულად — ნაშრომი ქართულ ენაზე იწერება და მიიღებ მზა, სწორად გაფორმებულ Word ფაილს, ხოლო პრეზენტაციებს — PPTX ფორმატში.
ვინ ქმნის პროდუქტს
პროდუქტს საქართველოში პატარა, დამოუკიდებელი გუნდი ქმნის. 2018 წლიდან ერთად ვმუშაობთ და სტუდენტებისთვის სასწავლო მასალებსა და ხელსაწყოებს ვამზადებთ. „რეფერატი AI“ 2026 წლის მარტში გავუშვით.
ზაზა მზეყალაშვილი
თანადამფუძნებელი, დირექტორი
პასუხისმგებელია პროდუქტის მიმართულებაზე, ბიზნესის მართვასა და სტუდენტებთან უშუალო კავშირზე.
გიორგი მჭედლიშვილი
თანადამფუძნებელი, ტექნიკური დირექტორი
ხელმძღვანელობს ტექნიკურ მიმართულებას: პროდუქტის ინფრასტრუქტურასა და AI სისტემას, რომელიც წყაროებს ეძებს და წერს.
როგორ მუშაობს კომპანია
რეფერატი AI-ში რეგისტრაციისას საწყის უფასო კრედიტებს იღებ, ხოლო შემდგომი პაკეტები ერთჯერადი შენაძენია — გამოწერის გარეშე და უვადოდ. კომპანია შემოსავალს მხოლოდ ამ პაკეტებიდან იღებს. 2026 წელს პროექტმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 25 000 ლარის ინოვაციური გრანტი მიიღო — არ აქვს სხვა გარე დაფინანსება და არ ჰყავს ინვესტორები.
FAQ — ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს?
შენ აირჩევ სათაურს და ტიპს — რეფერატი მოიძიებს წყაროებს, ააგებს სტრუქტურას და შეგიქმნის გაფორმებულ დრაფტს რეალური ციტირებით.
წყაროები საიდან არის?
ჩვენ ვიყენებთ რეალურ აკადემიურ წყაროებს: სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს და პუბლიკაციებს — არა გამოგონილს.
რა ფორმატში მივიღებ ნაშრომს?
ნაშრომი მზადდება Word (.docx) ფაილის სახით, სწორად გაფორმებული თავფურცლით, სარჩევით და ბიბლიოგრაფიით. პრეზენტაციები კი PPTX სლაიდების სახით მზადდება.
საბოლოო ნაშრომია?
რეფერატი ქმნის მაღალხარისხიან დრაფტს, რომელიც დროის დიდ ნაწილს გიზოგავს. საბოლოო გადახედვა და სურვილისამებრ რედაქტირება მაინც შენზეა.
კონტაქტი
შეკითხვებისა და წინადადებებისთვის დაგვიკავშირდი: contact@referati.ai