მთავარ შინაარსზე გადასვლა

როგორ მოამზადო რეფერატი

2:01 · 7 თავი

ეს ვიდეო გაჩვენებს რეფერატის მომზადების სრულ პროცესს რეფერატი AI-ით. ნახავ, როგორ აღწერო დავალება, დაადასტურო მონახაზი, მიიღო ნაშრომი წყაროებით და გადმოწერო Word დოკუმენტად.

ვიდეოს ტექსტი

0:00 · შესავალი

სემინარისთვის რეფერატის დაწერა ნაცნობი საქმეა. ვნახოთ, როგორ აკეთებს ამას რეფერატი AI.

0:08 · დავალების აღწერა

ჩატში შენივე სიტყვებით წერ თემას და გვერდების რაოდენობას. მეტი არაფრის შევსება არ გჭირდება.

0:22 · მონახაზი და ფასი

რეფერატი წინასწარ გიჩვენებს სამუშაო ბარათს, სადაც წერია ათი გვერდი, ენა, უნივერსიტეტი და ციტირების სტილი. ზუსტ ფასსაც, ოცდაათ კრედიტს, იქვე ხედავ. თუ სემინარზე APA სტილი გთხოვეს, მას ერთი კლიკით ირჩევ. ბარათი თავისით ახლდება, ფასი კი იგივე რჩება. ყველაფრის შეცვლა ასე მარტივად შეგიძლია. მუშაობა მხოლოდ შენი დასტურის მერე იწყება. თუ დავალება ბოლომდე არ შესრულდა, კრედიტები უკან გიბრუნდება.

0:56 · წერის პროცესი

ის ნამდვილ წყაროებს პოულობს და რეფერატს ნაწილ-ნაწილ წერს. ამ რეფერატს თვრამეტი წუთი დასჭირდა. სანამ ის მუშაობს, შეგიძლია სხვა საქმეს მიხედო.

1:08 · ნაშრომი და წყაროები

მზა რეფერატი იქვე ჩატში იხსნება, როგორც ნამდვილი გვერდები. დასაწყისში დაგხვდება თავფურცელი და სარჩევი. შემდეგ მოდის ძირითადი ნაწილი. ტექსტშივეა მითითებული გამოყენებული ლიტერატურა, ზუსტად APA სტილის დაცვით. ბოლოში ბიბლიოგრაფიაა შვიდი ნამდვილი წყაროთი. თითოეულს თავისი ბმული აქვს გადასამოწმებლად.

1:41 · ფაილის გადმოწერა

ერთი კლიკით Word-ის ფაილი შენს კომპიუტერშია და შეგიძლია ნებისმიერი დეტალი ჩაასწორო.

1:52 · დასასრული

დაწყება უფასოა და მხოლოდ ერთი მესიჯი გჭირდება. უბრალოდ გახსენი რეფერატი AI.

დაკავშირებული სტატიები

კიდევ გჭირდება დახმარება?

ასისტენტი ჩატში მომენტალურად გიპასუხებს და ჩვენი გუნდიც ყველა საუბარს კითხულობს. მეილზე კი პასუხს ადამიანი გაგცემს.

ასისტენტი მომენტალურად პასუხობს, საჭიროებისას გუნდიც ერთვება.

support@referati.ai

ადამიანი გიპასუხებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხშირად უფრო სწრაფად.