რეზიუმეს/ანოტაციის დამწერი
დაწერე პროფესიონალური ანოტაცია შენი ნაშრომისთვის.
უფასო კრედიტები · გატესტე ბარათის მიბმის გარეშე
3402+მომზადებული ნაშრომი
7521+უნივერსიტეტის სტუდენტი
აქ სწავლობენ ჩვენი სტუდენტები
კიდევ რა შეუძლია ასისტენტს
შენი ნაშრომის რეზიუმე და ანოტაცია
ატვირთე შენი დასრულებული ნაშრომი და სთხოვე რეფერატი AI-ს, რეზიუმე და ანოტაცია შეგიდგინოს. ის გააანალიზებს ტექსტს და ამოიცნობს კვლევის მთავარ ნაწილებს — მიზანს, მეთოდოლოგიას, შედეგებსა და დასკვნებს. ამის საფუძველზე, AI დაგიწერს 150-300 სიტყვიან, აკადემიურ სტანდარტებთან სრულად თავსებად რეზიუმეს.
პასუხად მიიღებ ტექსტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს, შესაბამის საკვანძო სიტყვებთან ერთად. AI მხოლოდ შენს დაწერილ მასალას აჯამებს და არაფერს იგონებს. ეს შენი კვლევის ზუსტ და პროფესიონალურ წარდგენას ნიშნავს.
რას აკეთებს ასისტენტი
აკადემიური სტრუქტურა
როცა რეზიუმეს სთხოვ, AI ჯერ შენს ნაშრომს აანალიზებს. შემდეგ კი ტექსტს აკადემიური სტანდარტით აწყობს: კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია, შედეგები და დასკვნა.
ქართული და ინგლისური ვერსიები
პასუხად მიიღებ რეზიუმესა და საკვანძო სიტყვების ორ ვერსიას — ქართულს და ინგლისურს. ეს დაგეხმარება, თუ ნაშრომს საერთაშორისო კონფერენციაზე აგზავნი.
შენი უნივერსიტეტის ფორმატი
შედგენილი ტექსტი ყოველთვის ითვალისწინებს სიტყვების სტანდარტულ ლიმიტს (150-300) და აკმაყოფილებს ქართული უნივერსიტეტების აკადემიურ მოთხოვნებს.
საკვანძო სიტყვების შერჩევა
რეზიუმესთან ერთად, AI შეგირჩევს 4-6 მთავარ საკვანძო სიტყვას შენი ტექსტიდან. ეს შენს ნაშრომს დაეხმარება, რომ სამეცნიერო ბაზებში ადვილად იძებნებოდეს.
რეზიუმეს/ანოტაციის დამწერი2 კრედიტი
მაგალითი
ამ ტექსტის მიხედვით დამიწერე ანოტაცია: სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც იკვლევს სოციალური მედიის გავლენას 18-25 წლის ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივიზმზე თბილისში, თვისებრივი კვლევის მეთოდით (სიღრმისეული ინტერვიუები).
ანოტაციის მონახაზს მოვამზადებ
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს სოციალური მედიის როლი 18-25 წლის ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივიზმში თბილისის მაგალითზე. კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 15 ნახევრადსტრუქტურირებული, სიღრმისეული ინტერვიუ სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით Facebook და Instagram, ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური ინფორმაციის მიღებისა და სამოქალაქო დისკუსიების მთავარი პლატფორმაა. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ონლაინ ჩართულობა ყოველთვის არ გარდაიქმნება ფიზიკურ აქტივიზმში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია ზრდის პოლიტიკურ ინფორმირებულობას, თუმცა მისი, როგორც მობილიზაციის ინსტრუმენტის, ეფექტიანობა კონტექსტუალური ფაქტორებითაა შეზღუდული. საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური აქტივიზმი, სოციალური მედია, ახალგაზრდები, ონლაინ აქტივიზმი, სამოქალაქო ჩართულობა.
ეს ანოტაციის პირველი ვერსიაა. გადახედე და ერთად დავხვეწოთ.
შენი სრული ნაშრომი ხუთ ნაბიჯში
აძლევ დავალებას, AI გთავაზობს მონახაზს. წერა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადასტურებ მას.
ჩაწერე ინსტრუქცია
აღწერე ყველაფერი, რაც გსურს: ნაშრომის სათაური, მოცულობა, მოთხოვნები. შეგიძლია დამატებითი ფაილებიც დაურთო.
- სათაური, ტიპი, მოცულობა და მოთხოვნები ერთად
- დაურთე ლექციები, დავალების პირობა ან წყაროები
- არანაირი სირთულე — წერ თავისუფლად, ჩატში და პროცესში შეგიძლია დასვა ნებისმიერი კითხვა.
შეამოწმე მონახაზი
AI გიჩვენებს მონახაზს: სტრუქტურას, პარამეტრებს და ზუსტ ფასს. დაწყებამდე შეგიძლია ნებისმიერი დეტალი შეცვალო.
- სათაური, მოცულობა, უნივერსიტეტი, ციტირების სტილი
- თავების დამატება, წაშლა და რედაქტირება
- ზუსტი ფასი კრედიტებში, სანამ დაადასტურებ
მიიღე ნაშრომი
ნაშრომს იღებ Word-ის ფაილად, სატიტულო გვერდით, სარჩევით, თავებითა და ბიბლიოგრაფიით.
- აკადემიური წყაროები და ციტირება შენი სტილით
- მზა Word-ის ფაილი სატიტულოთი და სარჩევით
შექმენი პრეზენტაცია
იმავე ჩატში ერთი კლიკით ითხოვ პრეზენტაციას. ასისტენტი მას შენივე ნაშრომის მიხედვით ააწყობს.
- დაწყებამდე გთავაზობს სლაიდების რაოდენობას დასადასტურებლად
- იღებ პრეზენტაციასა და სასაუბრო ტექსტს ცალ-ცალკე ფაილებად
- აპლიკაციაშივე ათვალიერებ სლაიდებს, ითხოვ მათ გადაწერას, გავრცობას ან შემოკლებას
მოემზადე დაცვისთვის
ჰკითხე ასისტენტს, რა შეიძლება იკითხოს კომისიამ. ის ნაშრომზე დაყრდნობით სავარაუდო კითხვებს შეგიდგენს.
- თითოეულ სავარაუდო კითხვას ახლავს მოკლე, კონკრეტული პასუხი
- პასუხები მიუთითებს ნაშრომის იმ გვერდებზე, რომლებსაც ეყრდნობა
- იმავე ჩატში აგრძელებ კითხვების დასმას და დაცვისთვის ემზადები