მოემზადე გამოცდისთვის PDF მასალით
2:19 · 8 თავი

ატვირთე სასწავლი მასალა, მაგალითად ლექციის კონსპექტი. დაუსვი კითხვები და მიიღე პასუხები გვერდების ზუსტი მითითებით, რომლებზეც ერთი კლიკით გადახვალ. ბოლოს კი შექმენი ქვიზი და გამოსცადე, რა ისწავლე.
ვიდეოს ტექსტი
0:00 · შესავალი
გამოცდის წინ დიდი PDF-ის წაკითხვა გიწევს. ვნახოთ, როგორ უნდა დაუსვა კითხვები და ბოლოს შენი ცოდნაც შეამოწმო.
0:08 · PDF-ის ატვირთვა
ფაილს ჩატში ტვირთავ. აქვე შენივე სიტყვებით წერ კითხვას, მაგალითად, ბარიერებზე, და აგზავნი.
0:23 · კითხვა და პასუხი
პასუხი პირდაპირ ამ ფაილიდან იწერება და არა ზოგადად ინტერნეტიდან. ყოველ მთავარ აზრს გვერდის პატარა ნომერი ახლავს.
0:40 · გვერდზე გადასვლა
აკლიკებ გვერდის ნომერს. PDF იქვე, ჩატის გვერდით იხსნება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ტექსტია მონიშნული. მეორე მითითებულ გვერდზეც ერთი კლიკით გადადიხარ. ყველაფერი თვალსაჩინოა.
0:55 · ქვიზის შექმნა
ახლა იმავე მასალიდან ქვიზის შედგენას ითხოვ. ამისთვის ერთი მოკლე მესიჯის მიწერაც საკმარისია. ბარათზე ჩანს, რომ ქვიზი დაახლოებით ორ წუთში მზადდება და სამი კრედიტი ღირს.
1:18 · ქვიზის გავლა
ეს თხუთმეტი შეკითხვა პირდაპირ PDF-იდანაა შედგენილი. ეკრანზე თითო კითხვა ჩანს და ნომრებით სასურველზე მარტივად გადადიხარ. სწორი პასუხები ბოლომდე დამალულია, რომ ცოდნა რეალურად შეამოწმო. გაგზავნამდე შეგიძლია გადახედო.
1:49 · შედეგები
შედეგი თხუთმეტიდან თოთხმეტია. ფერად ზოლზე თითო მონაკვეთი თითო კითხვას ნიშნავს. წითელი ფერი კი შენს შეცდომას გაჩვენებს. ხსნი შეცდომას და ხედავ შენს პასუხს, სწორ ვერსიას, მოკლე ახსნას და ციტატას ზუსტი გვერდის მითითებით. ზუსტად იცი, რა უნდა გადაიკითხო.
2:10 · დასასრული
ატვირთე შენი ლექცია და თავად სცადე უფასოდ. საიტის სახელია რეფერატი AI.
დაკავშირებული სტატიები
კიდევ გჭირდება დახმარება?
ასისტენტი ჩატში მომენტალურად გიპასუხებს და ჩვენი გუნდიც ყველა საუბარს კითხულობს. მეილზე კი პასუხს ადამიანი გაგცემს.
ასისტენტი მომენტალურად პასუხობს, საჭიროებისას გუნდიც ერთვება.
ადამიანი გიპასუხებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხშირად უფრო სწრაფად.