მთავარ შინაარსზე გადასვლა

როგორ მოამზადო პრეზენტაცია

2:05 · 7 თავი

ნახე, როგორ მოამზადო პრეზენტაცია რეფერატი AI-ს დახმარებით. აღწერე შენი თემა, დაადასტურე სლაიდების გეგმა და ფასი. ამის შემდეგ AI ააწყობს სლაიდებს, რომლებსაც გადმოწერ PowerPoint ფაილად.

ვიდეოს ტექსტი

0:00 · შესავალი

პრეზენტაციის მომზადებას ხშირად მთელი საღამო მიაქვს. აქ ნახავ, როგორ აწყობს რეფერატი PowerPoint-ს ერთი მესიჯით.

0:09 · თემის აღწერა

დავალებას შენივე სიტყვებით პირდაპირ ჩატში წერ. არ გჭირდება რთული ფორმების და შაბლონების შევსება.

0:21 · გეგმა და ფასი

რეფერატი ჯერ სლაიდების რაოდენობას გეკითხება. თითოეულ ვარიანტს თავისი ფასი აწერია. ჩვენ თორმეტ სლაიდს ვირჩევთ. გეგმაში ჩანს ენა, ტონი და ციტირების სტილი. ნებისმიერ დეტალს ერთი კლიკით ცვლი. აქ სპიკერის ტექსტს ვრთავთ, ბარათი კი ახალ ფასს და საუბრის დროს გაჩვენებს. მუშაობა შენი დასტურის მერე იწყება. თუ რამე შეფერხდა, კრედიტები ავტომატურად გიბრუნდება.

0:59 · სლაიდების აწყობა

ახლა ის წყაროებს ეძებს, ამუშავებს და სლაიდებს აწყობს. ამ პრეზენტაციას თორმეტი წუთი დასჭირდა. შეგიძლია საიტიდან გახვიდე და მოგვიანებით დაბრუნდე.

1:11 · შექმნილი სლაიდები

მზა პრეზენტაცია იქვე ჩატში იხსნება. მარცხნივ სლაიდებია, თითოეულის ქვემოთ კი სპიკერის ტექსტია. ანუ ზუსტად ის, რაც პრეზენტაციისას უნდა თქვა. ძირითად სლაიდებზე რეალური რიცხვები და ციტირებებია. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ანგარიშებიდან და სხვა სანდო წყაროებიდან მოდის. ბოლოში ბიბლიოგრაფიაა ხუთი ნამდვილი წყაროთი. თითოეულს პირდაპირი ბმული აქვს,

1:42 · ფაილის გადმოწერა

რომ მარტივად გადაამოწმო. ერთი კლიკით PowerPoint-ის ფაილი შენს კომპიუტერშია და მზად არის ნებისმიერი ცვლილებისთვის.

1:56 · დასასრული

შეგიძლია თავად სცადო უფასოდ, მხოლოდ ერთი მესიჯით. შედი საიტზე რეფერატი AI.

დაკავშირებული სტატიები

კიდევ გჭირდება დახმარება?

ასისტენტი ჩატში მომენტალურად გიპასუხებს და ჩვენი გუნდიც ყველა საუბარს კითხულობს. მეილზე კი პასუხს ადამიანი გაგცემს.

ასისტენტი მომენტალურად პასუხობს, საჭიროებისას გუნდიც ერთვება.

support@referati.ai

ადამიანი გიპასუხებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხშირად უფრო სწრაფად.