ინსტრუმენტები წერისთვის
2:56 · 6 თავი

ჩატის ინსტრუმენტები წერას გიმარტივებს. ამ ვიდეოში ნახავ, როგორ ასწორო გრამატიკა, გააკეთო პერიფრაზი, მოძებნო აკადემიური წყაროები და მიიღო სათაურის იდეები.
ვიდეოს ტექსტი
0:00 · შესავალი
ნაშრომის დახვეწას ბევრი წვრილმანი საქმე სჭირდება. ვნახოთ, როგორ აგვარებს ამას ოთხი დამხმარე პირდაპირ ჩატში.
0:08 · გრამატიკის გასწორება
სტუდენტი აკოპირებს შავი ვერსიის აბზაცს და უბრალოდ, თავისი სიტყვებით სთხოვს გრამატიკის გასწორებას. შედეგი ბარათის სახით ჩნდება. აქვეა ფასიც, ერთი კრედიტი. გასწორდა ბრუნვები, მძიმეები და სიტყვათა შეთანხმება, შენი სტილი კი შენარჩუნდა.
0:42 · პერიფრაზირება
ახლა ითხოვს, რომ ეს ტექსტი უფრო აკადემიური გახდეს, თუმცა ტექსტს თავიდან აღარ აკოპირებს. რეფერატიმ ჩატიდან უკვე იცის, რომელ აბზაცზეა საუბარი. წინადადებები აკადემიურად გადაეწყო, აზრი კი იგივე დარჩა. ეს ორი კრედიტი ღირს. ყველა ბარათს კოპირების ღილაკი აქვს.
1:18 · წყაროების პოვნა
ტექსტში ერთ-ერთ მოსაზრებას გამყარება სჭირდება. სტუდენტი ჩატში შესაბამის სტატიებს ითხოვს. ბარათზე ჩანს, რომ ძიება დაიწყო. ამ პროცესს დაახლოებით ორ წუთზე მეტი დასჭირდა, აქ კი დაჩქარებულია. მივიღეთ ცხრა წყარო. თითოეულს აქვს ორიგინალი სათაური, ქართული თარგმანი, საიტი და ბმული. უმეტესობას კი წელი და ავტორებიც ახლავს. ფასი სამი კრედიტია. ერთი დაწკაპუნებით აკოპირებ ყველა სათაურს და ბმულს ბიბლიოგრაფიისთვის.
2:09 · სათაურის იდეები
ბოლოს ახალ ჩატს ხსნი, წერ ესეს თემას და სათაურების მოფიქრებას სთხოვ. ბარათზე ათი სათაურია. თითოეულს უწერია კვლევის ტიპიც, მაგალითად, კორელაციური ან თვისებრივი. ეს ერთი კრედიტი დაგიჯდება.
2:47 · დასასრული
უბრალოდ მიწერე ჩატს, რაც გჭირდება. დაიწყე უფასოდ, შედი საიტზე რეფერატი AI.
დაკავშირებული სტატიები
კიდევ გჭირდება დახმარება?
ასისტენტი ჩატში მომენტალურად გიპასუხებს და ჩვენი გუნდიც ყველა საუბარს კითხულობს. მეილზე კი პასუხს ადამიანი გაგცემს.
ასისტენტი მომენტალურად პასუხობს, საჭიროებისას გუნდიც ერთვება.
ადამიანი გიპასუხებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხშირად უფრო სწრაფად.